“ძალიან ბედნიერი ურთიერთობა გქვონდა, გვაქვს და გვექნება იმ ადამიანების სამწუხაროდ, ვინც ეს სისაძაგლე ჩაიდინა”

გამოძიებამ დამისვა შეკითხვები განვიხილავ თუ არა რაიმე ვერსიებს, მაგრამ მე ძალიან მიჭირს რაიმეზე ვიფიქრო, – ამის შესახებ ჟურნალისტმა, “თავისუფალი დემოკრატების“ გენერალური მდივნის, ალექსი პეტრიაშვილის მეუღლემ ეკა მიშველაძემ დაკითხვის შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, დანაშაულის ჩამდენი უმკაცრესად უნდა დაისაჯოს.
„გამოძიებამ დამისვა შეკითხვები განვიხილავ თუ არა რაიმე ვერსიებს, მაგრამ მე ძალიან მიჭირს რაიმეზე ვიფიქრო. ბოლო პერიოდის განმავლობაში ჩვენ ძალიან ბედნიერი ურთიერთობა გქვონდა, გვაქვს და გვექნება იმ ადამიანებისდა სამწუხაროდ, ვინც ეს სისაძაგლე ჩაიდინა. ვერანაირ მოტივს ვერ განვიხილავ მათ შორის ვერც შურისძიების, ათას რამეზე ვფიქრობ, მაგრამ არ ვიცი რეალური მიზეზები. მე არ ვიცოდი, რომ დღეს ის საფლავზე მიდიოდა, შესაბამისად ისიც არ ვიცი ვისთან ერთად იყო იქ. ამ დანაშაულის ჩამდენი აუცილებლად უმკაცრესად უნდა დაისაჯოს მნიშვნელობა არ აქვს ეს იქნება პოლიტიკოსი თუ რიგითი ადამიანი დღისით მზისით მოხდა ეს საზარელი დანაშაული და ამისი გამოძიება პოლიციას არ უნდა გაუჭირდეს,“- განაცხადა მიშველაძემ.
დღეს, თბილისში, საბურთალოს ძმათა სასაფლაოზე უცნობმა პირებმა ალექსი პეტრიაშვილს ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ჭრილობები მიაყენეს. მისი მდგომარეობა ამჟამად სტაბილურია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები