იან კელი: ვინც არ უნდა იყოს ამ საშინელ თავდასხმაში დამნაშავე, იგი აუცილებლად დაისჯება

საქართველოში აშშ-ის ელჩი იან კელი “თავისუფალი დემოკრატების” ერთ–ერთ ლიდერზე ალექსი პეტრიალშვილზე განხორციელებულ თავდასხმასთან დაკავშირებით პირველ კომენტარს Front News-თან აკეთებს. ელჩის თქმით, ეს არის საშინელი და შოკისმომგვრელი თავდასხმა.
“როდესაც შევიტყვე ამ საშინელი თავდასხმის შესახებ, რა თქმა უნდა, ვიყავი შოკირებული. პირველი, რაზეც ვიფიქრე იყო, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა და კარგად ყოფნა. როგორც ვიცი მისი ჭრილობები არ არის სასიკვდილო, რის გამოც რა თქმა უნდა, მოხარული ვარ”, – განაცხადა Front News-თან ინტერვიუში აშშ-ის ელჩმა საქართველოში.
იან კელი ასევე იმედს გამოთქვამს, რომ გამოძიება სრული მასშტაბებით მიმდინარეობს და მომხდარში დამნაშავეებს აუცილებლად დააკავებენ.
“ვიცნობ ალექსი პეტრიაშვილს. უკვე 6 თვეა, რაც საქართველოში ვარ, თუმცა უკვე რამდენჯერმე შევხვდი მას. ის არის ძალიან ჭკვიანი ადამიანი და საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის დიდი ლობისტი. იმედი მაქვს, რომ მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს სრულმასშტაბიანი გამოძიება. ვინც არ უნდა იყოს ამ საშინელ თავდასხმაში დამნაშავე, იგი აუცილებლად დაისჯება. მოვუწოდებ ყველას, რომ შეინარჩუნონ სიმშვიდე და მისცენ საშუალება გამოძიებას, დაადგინოს სიმართლე. რა თქმა უნდა, ჩვენი ფიქრები ალექსისთან და მის ოჯახთანაა”, – განაცხადა იან კელიმ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები