ვიცე-პოლკოვნიკი: საგარეჯოს შუალედურ არჩევნებში გაყალბებას ადგილი არ ჰქონია

რეინჯერთა ბატალიონის ვიცე-პოლკოვნიკ მალხაზ ჩიქოვანის თქმით, საგარეჯოს შუალედურ არჩევნებში გაყალბებას ადგილი არ ჰქონია. როგორც მან “ინგა გრიგოლიას დღის ამბებთან“ ინტერვიუში განაცხადა, სამხედროებისთვის ყოვლად მიუღებელია ზოგიერთი პოლიტიკოსის განცხადებები იმის თაობაზე, რომ ჯარი არჩევნების გაყალბებისთვის გამოიყენეს.
“სრული პასუხისმგებლობით შემიძლია განვაცხადო, რომ ამ არჩევნებში არანაირ გაყალბებას ადგილი არ ჰქონია, ვისაც უნდა, როგორც უნდა, დავუმტკიცებ. ზოგიერთი პარლამენტარი აცხადებს, რომ რაღაც საბუთები გააჩნია, თუ როგორ გაყალბდა არჩევნები, ეს არის ტყუილი და მეტი არაფერი, ასეთი განცხადებები ჯარისკაცისთვის სულისკვეთების მოკვლაა და მეტი არაფერი“,- აცხადებს მალხაზ ჩიქოვანი.
ცნობისთვის, საქართველოს მთავარმა პროკურატურამ საგარეჯოს შუალედურ არჩევნებთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო. უწყება საქმეს 332-ე მუხლის პირველი ნაწილით იძიებს, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები