პეტრიაშვილის ექიმი: ტყვია, რომელიც თირკმელთან ახლოს არის გაჩერებული, ის არ იქნა ამოღებული

რესპუბლიკური საავადმყოფოს გენერალური დირექტორის ავთანდილ იმედაძის განცხადებით, “თავისუფალი დემოკრატების” გენერალური მდივნის ალექსი პეტრიაშვილის ოპერაცია წარმატებით დასრულდა.
როგორც იმედაძემ განაცხადა, პეტრიაშვილის ჯანმრთელობის მდომარეობა დამაკმაყოფილებელია. მისივე ინფორმაციით, ის ინტენსიური თერაპიის განყოფილებაშია გადაყვანილი.
“ოპერაცია დასრულდა წარმატებით, ამ წუთას მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. პაციენტს სამი ცეცხლნასროლი ჭრილობა აღენიშნებოდა, აქედან ერთი ტყვია, რომელიც თირკმელთან ახლოს არის გაჩერებული, ის არ იქნა ამოღებული. დააკვირდებიან ვითარებას, დინამიკას და 24 საათში იქნება გადაწყვეტილება აღნიშნილ ტყვიასთან დაკავშირებით მიღებული. შესაძლოა მისი ამოღება საჭირო არ გახდეს და დარჩეს თირკმელში, რომელიც მას საფრთხეს არ შეუქმნის”, – განაცხადა ექიმმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები