გია ვოლსკი: თბილისი, 1-5 ივლისს, ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის საპარლამენტო დედაქალაქად გადაიქცევა

ავსტრიის დედაქალაქში მიმდინარე ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიის ფარგლებში, 57 ქვეყნის საპარლამენტო დელეგაცია პოლიტიკურ საკითხთა და უსაფრთხოების გენერალური კომიტეტის სხდომაზე შეიკრიბა, სადაც რეგიონის უსაფრთხოების საკითხებზე მსჯელობა და დებატები გაიმართა.
საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, კომიტეტის სხდომაზე მოხსენებები მიგრაციის პრობლემებზე და ეუთოს სივრცეში ტერორიზმთან ბრძოლის საკითხებზეც წარმოადგინეს.
“სხდომაზე კომიტეტის თავმჯდომარის და კომიტეტის სპეციალური მომხსენებლის ინფორმაცია მოვისმინეთ იმასთან დაკავშირებით, თუ რა თემებზე და მიმართულებებზე გამახვილდება ყურადღება მათი მოხსენებების ტექსტში, რომელთა განხილვაც მიმდინარე წლის 1-5 ივლისს თბილისში, ყოველწლიური სესიის ფორმატში გაიმართება. აღსანიშნავია, რომ თბილისი 1-5 ივლისს ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის საპარლამენტო დედაქალაქად გადაიქცევა”, – განაცხადა ქართული დელეგაციის ხელმძღვანელმა გიორგი ვოლსკიმ.
ყოველწლიური სესიის ფარგლებში კი 57 ქვეყნის საპარლამენტო დელეგაცია ხუთ ძირითად საკითხზე – საერთაშორისო ტერორიზმის საფრთხეებზე, უკრაინის კრიზისზე, დროში გაწელილ, ე.წ. გაყინული კონფლიქტების თემაზე, მიგრაციის პრობლემებზე და სამშვიდობო პროცესებში ქალების ჩართულობასა და მათი როლის მნიშვნელობაზე გამახვილდება. საქართველოს საპარლამენტო დელეგაციას ეუთოს მე-15 ზამთრის სესიაზე გიორგი ვოლსკი, გიორგი წერეთელი და ვიქტორ დოლიძე წარმოადგენენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები