გიორგი აბაშიშვილმა თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში ლაბორატორია გახსნა

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი აბაშიშვილმა, თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორთან ერთად, უნივერსიტეტში პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის დაფინანსებული ლაბორატორია გახსნა.
გიორგი აბაშიშვილის განცხადებით, ნიადაგის კვლევის ლაბორატორიის არსებობა მნიშვნელოვანია როგორც სამეცნიერო, ასევე პრაქტიკული თვალსაზრისით. თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში მოწყობილი ლაბორატორია კახეთის (თელავის რაიონის) ნიადაგების ქიმიური შემადგენლობის კვლევას განახორციელებს და სხვადასხვა ტიპის ნიადაგებისთვის განსაზღვრავს სასუქის სახეობას და საკვები ელემენტების ზღვრულ ნორმებს, რაც მნიშვნელოვნად დაეხმარება სოფლის მეურნეობის დარგში მომუშავეებს.
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის, ირმა შიოშვილის განცხადებით, სოფლის მეურნეობის ლაბორატორიის კვლევის შედეგებზე დაყრდნობით შესაძლებელი გახდება ნიადაგის განაყოფიერების ერთიანი სრულყოფილი სქემის შემუშავება, რაც საშუალებას მისცემს ფერმერებსა და გლეხებს, თავიდან აიცილონ სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების არასაჭირო სასუქებით დაბინძურება. უნივერსიტეტის ბაზაზე არსებული ლაბორატორია, კვლევების ჩატარების შემდგომ, ფერმერებს კონსულტაციებსაც გაუწევს. პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, თელავის უნივერსიტეტის აგრარული მეცნიერებების ფაკულტეტის სტუდენტებს საშუალება აქვთ, ლაბორატორიაში ნიადაგის კვლევის პრაქტიკული სამუშაოები თავად აწარმოონ. პროექტი თელავის უნივერსიტეტის აგრარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის მეცნიერ – თანამშრომლების მიერ ხორციელდება. შეხვედრას ესწრებოდნენ: კახეთის გუბერნატორი ირაკლი შიოლაშვილი, თელავის მერი პლატონ კალმახელიძე, თელავის გამგებელი ალექსანდრე შათირიშვილი და პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის ადმინისტრირების განყოფილების უფროსი გიორგი ჟურული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები