ირაკლი ალასანია: იმედია, რომ გამოძიება სწრაფად დაადგენს ამ ლაჩრული მკვლელობის მცდელობის შემსრულებლებს

ოპოზიციური პარტიის “თავისუფალი დემოკრატების” ლიდერი ირაკლი ალასანია ალექსი პეტრიაშვილზე დღეს განხორციელებულ თავდასხმის ფაქტზე პირველ კომენტარს აკეთებს.
ალასანია იმედოვნებს, რომ გამოძიება ძალიან სწრაფად დაადგენს ამ ლაჩრული მკვლელობის მცდელობის შემსრულებლებს.
“როდესაც ასეთი თავდასხმა ხორციელდება ერთ-ერთი პოლიტიკური პარტიის გენერალურ მდივანზე, როდესაც ასეთი ლაჩრული ჩასაფრებით მეგობრის საფლავზე მისულ ადამიანს ხუთი ცეცხლსასროლი ჭრილობა მიაყენეს, ეს მეტყველებს იმაზე, რომ ჩვენს ქვეყანაში ყველა მოქალაქე დაუცველია. მე არანაირ წინასწარ შეფასებას არ გავაკეთებ იმიტომ, რომ იმედი მაქვს, გამოძიებას ესმის, რამდენად სერიოზულად დგას საკითხი და იმედი მაქვს, რომ გამოძიება ძალიან სწრაფად დაადგენს ამ ლაჩრული მკვლელობის მცდელობის შემსრულებლებს”, – განაცხადა ირაკლი ალასანიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები