გიორგი კვირიკაშვილი ალექსი პეტრიაშვილის დაჭრის ფაქტს გამოეხმაურა

საქართველოს პრემიერ – მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ალექსი პეტრიაშვილზე დღეს განხორციელებულ თავდასხმას ეხმაურება.
ქვეყნის პრემიერი შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართავს, რომ მომხდარი ფაქტი დროულად იქნეს გამოძიებული.
მისი თქმით, პრემიერი უკვე ესაუბრა შინაგან საქმეთა მინისტრს, რადგან ამ ფაქტზე რეაგირება  ძალიან მკაცრი იყოს.
“მინდა, გამოვეხმაურო ალექსი პეტრიაშვილზე დღეს განხორციელებულ თავდასხმას და მივმართო შინაგან საქმეთა სამინისტროს, მომხდარი მაქსიმალურად მოკლე ვადებში გამოიძიოს. მე უკვე ვესაუბრე საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს, რათა ამ შემზარავ ფაქტზე რეაგირება იყოს ძალიან მკაცრი. სამართალდამცავი უწყებები ყველა საჭირო ზომას მიმართავენ, რათა მაქსიმალურად შემჭიდროვებულ ვადებში მოხდეს საქმის გამოძიება, დამნაშავეების დაკავება და სასამართლოს წინაშე მათი წარდგენა. მომხდარით უკიდურესად შეშფოთებული ვარ და კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვაცხადებ, რომ კრიმინალი ჩვენს ქვეყანაში დაუსჯელი არ დარჩება”, – აღნიშნულია პრემიერ – მინისტრის განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები