მაია ფანჯიკიძე: ალექსი პეტრიაშვილი სასაფლაოზე მარტო იმყოფებოდა

ოპოზიციური პარტია “თავისუფალი დემოკრატების” ერთ – ერთი ლიდერის მაია ფანჯიკიძის განცხადებით, ლევან მიქელაძის დაბადების დღესთან დაკავშირებით, ალექსი პეტრიაშვილი სასაფლაოზე მარტო იმყოფებოდა.
მაია ფანჯიკიძის ინფორმაციით, სასაფლაოს ირგვლივ მდებარე კორპუსების მაცხოვრებლებმა დაინახეს, რაღაც რომ მოხდა და მათ გამოიძახეს სასწრაფო – სამედიცინო დახმარების ბრიგადა, რომლითაც ბუკა პეტრიაშვილი რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადმოიყვანეს.
“მე ვიცი, რომ ის მარტო იყო მისული სასაფლაოზე. დღეს არის ლევან მიქელაძის დაბადების დღე და ვინც კი იცნობს ბუკას, ყველამ იცის, რომ ის ამ დღეს მიდის ხოლმე ლევანის საფლავზე. ვიცი, რომ შარშანაც მარტო იყო მისული. უყვარს იქ მარტო მისვლა. მე რამდენადაც მითხრეს, იქ ირგვლივ მდებარე კორპუსების მაცხოვრებლებმა დაინახეს რაღაცა და გამოიძახეს სასწრაფო, რომელმაც საავადმყოფოში მიიყვანა. ასე რომ, ვისზეა ლაპარაკი, მე არ ვიცი”,- განაცხადა მაია ფანჯიკიძემ.
ამასთან, ფანჯიკიძე აცხადებს, რომ ბუკა პეტრიაშვილს ხუთი ნასროლი ტყვიიდან, სამი ტყვია აქვს მოხვედრილი, აქედან ორი – ფეხში და ერთი ზურგის არეში.
“როგორც ექიმმა თქვა, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. სამი ტყვია აქვს მოხვედრილი ხუთი ნასროლი ტყვიიდან, აქედან ორი – ფეხში და ერთი – ზურგის არეში. აქვს თავზე ბლაგვი საგნით მიყენებული ტრავმა, რომელიც შეიძლება იყოს დაცემის შედეგად, ან შეიძლება მანამდე ჩარტყმული, ეს არ ვიცი, მაგრამ ფაქტია, რომ მდგომარეობა არის სტაბილური. მე მოტივი არ ვიცი და არც მჭირდება. ფაქტია, რომ „თავისუფალი დემოკრატების“ გენერალურ მდინავს დღისით, მზისით, ქალაქის ცენტრში, საბურთალოს სასაფლაოზე დაესხა თავს შეიარაღებული პირი და გაიმეტა იგი სასიკვდილოდ, მე მგონი, ეს არის საკმარისი იმისთვის, რომ ყველანი ვიყოთ შეშფოთებულები და მოვუწოდებთ სამართალდამცველებს ობიექტურად და ოპერატიულად გამოიძიონ ეს საქმე”,- განაცხადა ფანჯიკიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები