ტექნოპარკში „ინოვაციური საქართველო 2020-ის“ საჯარო განხილვა გაიმართა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტომ ტექნოპარკში სტრატეგიის დოკუმენტის ,,ინოვაციური საქართველო 2020-ის“ საჯარო განხილვა გამართა.
ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ,,ინოვაციური საქართველო 2020” არის დოკუმენტი, რომელიც ემსახურება ინოვაციების სფეროში სახელმწიფოს ერთიანი ხედვის ჩამოყალიბებასა და კონკრეტული ამოცანების დასახვას, ეფექტური ინოვაციების ეკოსისტემისა და ცოდნაზე დამყარებული ეკონომიკის შექმნას, რაც განაპირობებს საქართველოს ეკონომიკურ წინსვლას.
ინოვაციური შესაძლებლობების განვითარება მნიშვნელოვანია გლობალურ ეკონომიკაში ადგილის დასამკვიდრებლად და ინოვაციების ეკოსისტემის შესაქმნელად.
სტრატეგიის დოკუმენტი ,,ინოვაციური საქართველო 2020“ ძირითადი მაკოორდინირებელი იქნება საქართველოში ინოვაციური ბაზრის გაფართოებისა, რომელიც პირდაპირ ზეგავლენას ახდენს ქვეყნის ეკონომიკურ წინსვლაზე.
ინოვაციური კლიმატის არსებობა ხელს უწყობს სამუშაო ადგილების ზრდას, მომავლის პროფესიების ფორმირებას, მცირე და საშუალო საწარმოების განვითარებას, ქართულ ბაზარზე კონკურენტული ეროვნული პროდუქტების გამოჩენასა და მათ ექსპორტს, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფეროს მასშტაბების ზრდასა და, ზოგადად, ცოდნაზე დამყარებული ეკონომიკის შექმნას.
სააგენტოს მიერ დაგეგმილ სტრატეგიის დოკუმენტის ,,ინოვაციური საქართველო 2020-ის“ საჯარო განხილვაშიდაინტერესებული მხარეები აქტიურად იყვნენ ჩართულები.
უახლოეს პერიოდში მოხდება მათი შენიშვნების გათვალისწინება აღნიშნული დოკუმენტის სრულყოფისათვის. სააგენტო ცდილობს, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სფეროში გავიდეს მსოფლიო მასშტაბებზე და ხელი შეუწყოს ქვეყანას სწრაფ პროგრესში, განავითაროს განათლების სფერო კონკრეტული მიმართულებებით. ინოვაციები განსაკუთრებით მნიშნელოვანია სახელმწიფოსათვის, რადგან იგი ინსტრუმენტია მომავლის პროფესიების შესაქმნელად, შემოსავლების ზრდისთვის, ახალი და ფართო საინვესტიციო შესაძლებლობების წარმოსაჩენად.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები