საკრებულოში კომისიების გაერთიანებული სხდომა გაიმართა

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში კომისიების გაერთიანებული სხდომა გაიმართა, რომელზეც დეპუტატებმა დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებზე იმსჯელეს.
სხდომაზე „თბილისის 2016 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ საკრებულოს დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ინფორმაცია მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურის უფროსმა ლევან თევზაიამ წარმოადგინა და აღნიშნულ ცვლილებებთან დაკავშირებით დეპუტატების შეკითხვებს უპასუხა.
დღესვე საკრებულოს წევრებმა შპს „სინათლის ქალაქისა“ და შპს „თბილსერვის ჯგუფის“ რეორგანიზაციის, ასევე შპს „ყაზტრანსგაზ-თბილისისათვის“ მიწის ნაკვეთის პირდაპირი განკარგვის წესით გადაცემის თაობაზე იმსჯელეს და წარმოდგენილი საკითხების საკრებულოს სხდომაზე გატანას დაუჭირეს მხარი.
კომისიების გაერთიანებულ სხდომაზე წარმომადგენლობითი ორგანოს წევრებმა ასევე დადებითი რეკომენდაცია მისცეს საკითხს „თბილისის მეწარმეობის ხელშეწყობის ცენტრის“ ლიკვიდაციის შესახებ.
სხდომას კომისიის წევრების გარდა თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სხვადასხვა საქალაქო სამსახურების ხელმძღვანელები, გამგებლები, განვითარების ფონდისა და „თბილსერვისჯგუფის“ წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები