ზვიად კვაჭანტირაძე: შემკვეთი პასუხისგებაში უნდა მიეცეს

ორი აზრი არ არსებობს, რომ ეს არის კრიმინალური ფაქტი, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ზვიად კვაჭანტირაძემ „თავისუფალი დემოკრატების“ წევრის, ალექსი პეტრიაშვილის დაჭრის ფაქტთან დაკავშირებით განაცხადა.
კვაჭანტირაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ შემკვეთი პასუხისგებაში უნდა მიეცეს.
„ორი აზრი არ არსებობს, რომ ეს არის კრიმინალური ფაქტი, რის გამოც, როგორც დამნაშავე, ასევე, შემკვეთი პასუხისგებაში უნდა იქნეს მიცემული“.
ამასთან, დეპუტატის თქმით, ეჭვის საფუძველი არსებობს, რომ შესაძლოა, ეს ინციდენტი პირად ანგარიშსწორებას უკავშირდებოდეს. რაც შეეხება პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი სესიაშვილის განცხადებას, ის ამბობს, რომ აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით არანაირ ინფორმაციას არ ფლობს და ალექსი პეტრიაშვილის დაჭრის ამბავი მედიის წარმომადგენლებისგან შეიტყო.
საბურთალოს რაიონში, უცნობმა პირებმა ალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ორივე ქვედა კიდური დაუზიანეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები