ალექსი პეტრიაშვილს ჭრილობები თავისა და წელ-ზურგის არეშიც აქვს მიყენებული

ალექსი პეტრიაშვილს მიყენებული აქვს ჭრილობა თავის არეში ეს არის ნაფლეთი ჭრილობა, სავარაუდოდ, ბლაგვი საგნით, – ამის შესახებ რესპუბლიკური საავადმყოფოს გენერალურმა დირექტორმა ავთანდილ იმედაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, დაზარალებულის მდგომარეობა სტაბილურია.
“პაციენტი რესპუბლიკურ საავადმყოფოში დაახლოებით საათნახევრის წინ მოიყვანეს. მიყენებული აქვს ჭრილობა თავის არეში. ეს არის ნაფლეთი ჭრილობა, სავარაუდოდ, ბლაგვი საგნით, ასევე 3 ცეცხლსასროლი ჭრილობა, აქედან ორი ქვემო კიდურებში, ერთი წელ-ზურგის არეში. მისი მდგომარეობა სტაბილურია”, – განაცხადა ექიმმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები