კახა კოჟორიძე გაფიცულ მაღაროელებს შეხვდა

პრეზიდენტის მრჩეველი ადამიანის უფლებებისა და მართლმსაჯულების საკითხებში კახა კოჟორიძე ტყიბულში იმყოფება, სადაც უკვე შეხვდა გაფიცულ მაღაროელებს, ამ წუთებში კი შეხვედრას „საქნახშირი ჯი-აი-ჯის“ წარმომადგენლებთან მართავს.
პრეზიდენტის მრჩევლის თქმით, ის აპირებს, ყველა მხარეს შეხვდეს, მათ შორის, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებსაც.
„ჩემი მიზანია, შევხვდე ყველა მხარეს, ასევე, ადგილობრივ ხელისუფლებასთანაც მინდა შეხვედრა. ყველა პოზიციის მოსმენის შემდეგ, შეგვექმნება რეალობასთან დაკავშირებით უფრო სწორი პოზიციის დაფიქსირების საშუალება. გაფიცვის უფლება არის კონსტიტუციით და კანონმდებლობით გარანტირებული უფლება, ყველას აქვს საკუთარი პოზიციის გაფიცვის მეშვეობით დაფიქსირების საშუალება, მაგრამ, ცხადია, ეს უფლება არ უნდა გადავიდეს კანონდარღვევაში და არ უნდა შელახოს სხვისი უფლებები“, – განაცხადა კოჟორიძემ.
შეგახსენებთ, რომ ტყიბულში მაღაროელები უკვე 13 დღეა, გაფიცულები არიან. მათი ძირითადი მოთხოვნა ხელფასების გაზრდაა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები