თინა ხიდაშელი: ბინძური კამპანია უნდა დასრულდეს

მინდა, მოვუწოდო პროკურატურას, რაც შეიძლება ეფექტურად იმუშავოს, თუ რამე კითხვები არსებობს, ამ კითხვებზე გასცენ ამ ადამიანებს პასუხი, – ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, თინა ხიდაშელმა საგარეჯოში ჩატარებული არჩევნების ირგვლივ მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით განაცხადა.
მისივე თქმით, მთელი ქვეყანაა დაინტერესებული იმით, რომ ბინძური კამპანია რაც შეიძლება მალე დასრულდეს.
“მინდა, მოვუწოდო პროკურატურას, რომ რაც შეიძლება ფორსირებულად, ეფექტურად იმუშავოს. თუ რამე კითხვები არსებობს, ამ კითხვებზე გასცენ ამ ადამიანებს პასუხი. კიდევ ერთხელ ვამბობ, არავითარი ილუზია არ მაქვს, რომ მათ სინამდვილეში სიმართლე აინტერესებთ. მაგრამ, ამასობაში, მთელი ქვეყანა ვართ დაინტერესებული იმით, რომ ეს ბინძური კამპანია, ყოველ შემთხვევაში, იმ მასშტაბით და იმ ფორმით, რაც ხელისუფლებას მოეთხოვება, უნდა დასრულდეს”, – განაცხადა თინა ხიდაშელმა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავარმა პროკურატურამ საგარეჯოში ჩატარებული რიგგარეშე არჩევნების საქმეზე გამოძიება დაიწყო. გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები