ე.წ. სამხრეთ ოსეთში სამხედრო წვრთნები მიმდინარეობს

ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში სამხედრო წვრთნები მიმდინარეობს. სააგენტო „სპუტნიკის“ ცნობით, მასში რუსეთის შეიარაღებული ძალების მოტომსროლელები, ტანკისტები და არტილერისტები მონაწილეობენ. ძარწემის პოლიგონზე მიმდინარე მანევრებში, საერთო ჯამში, 800 სამხედრო მოსამსახურე და 200 ერთეული ტექნიკა მონაწილეობს.
„ტაქტიკური წვრთნების დროს სამხედროები „ტ-72“-ის ტიპის ტანკებიდან, „აკაციის“ ტიპის თვითმავალი საარტილერიო დანადგარებიდან, ქვეითთა საბრძოლო მანქანებიდან, ნაღმმტორცნებიდან და ყუმბარმტყორცნებიდან, ასევე მსუბუქი შეიარაღებიდან სროლაში ივარჯიშებენ“, – განუცხადეს სააგენტო „სპუტნიკს“ რუსეთის სამხრეთ სამხედრო ოლქში.
სამხედრო წვრთნების დროს ძირითადი ყურადღება გამახვილდება მთიან რელიეფზე და ტყის პირობებში სამხედროების მოქმედებაზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები