კოდორის ხეობაში აფხაზ სამხედროს ეძებენ, რომელიც, სავარაუდოდ, კლდიდან გადავარდა

ოკუპირებულ აფხაზეთში, კოდორის ხეობაში, აფხაზ მესაზღვრეს ეძებენ, რომელიც, სავარაუდოდ, კლდიდან გადავარდა. ამის შესახებ სააგენტო „სპუტნიკი“ იუწყება.
როგორც სააგენტოს ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგანგებო სიტუაციათა სამინისტროში განუცხადეს, ზოსხან ცარგუშს 10 მაშველი ეძებს. ადგილი, სადაც მესაზღვრე გადავარდა, ცნობილია, მაგრამ დიდთოვლობის გამო მასთან მისვლა ვერ ხერხდება.
აფხაზი მესაზღვრე ხრამში 23 თებერვალს გადავარდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები