რუსეთი ოკუპირებულ აფხაზეთში ციხეს ააშენებს

რუსეთი ოკუპირებული აფხაზეთის გულრიფშის რაიონში ციხეს ააშენებს. ამის შესახებ სოხუმში გამართულ პრესკონფერენციაზე ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ლიდერმა რაულ ხაჯიმბამ განაცხადა. შესაბამის შეთანხმებას მოსკოვში მიაღწიეს.
„დამნაშავეებს, რომლებიც სასჯელს იხდიან, ნორმალური პირობები უნდა ჰქონდეთ“, – განაცხადა მან.
რაულ ხაჯიმბამ ასევე აღნიშნა, რომ მას 2009 წელს რუსეთის მიერ გამოყოფილი კრედიტის ჩამოწერის იმედი აქვს, რომელიც რკინიგზის აღსადგენად უნდა დახარჯულიყო. ხაჯიმბამ ასევე განაცხადა, რომ მოსკოვში მიღწეულია შეთანხმება 2 მილიარდი რუბლით „აფხაზეთის ბანკის“ დეკაპიტალიზაციის შესახებ. მისი თქმით, 2016 წელს რუსეთი ოკუპირებული აფხაზეთის სოციალურ-ეკონომიკური განვითარებისთვის 8 მილიარდი რუბლის გამოყოფას გეგმავს. ეს თანხა მისი ბიუჯეტის 61,5 პროცენტს დაფარავს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები