სააკაშვილისთვის მისი გადადგომის შესახებ არაფერია ცნობილი

ოდესის საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ მისი მოსალოდნელი გადადგომის შესახებ არაფერია ცნობილი.
„პირველად მესმის ამის შესახებ. მე ბევრი ჭორი გამიგია, მაგრამ, ძირითადად – ორი მიმართულების. ერთი ჯგუფი ამბობს, რომ სამშობლოში უნდა დავბრუნდე, ხოლო მეორეს მიაჩნია, რომ ოდესაში უნდა დავრჩე“, – განაცხადა სააკაშვილმა ტელეკომპანია „112 უკრაინის“ ეთერში.
ცნობისთვის, ორშაბათს გავრცელდა ინფორმაცია, რომ მარტის დასაწყისში ოდესის საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თანამდებობიდან მიხეილ სააკაშვილის გადაყენება იგეგმება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები