„ვის ექსჰუმაციას მიიჩნევს საჭიროდ ექსპერტი მაია ნიკოლეიშვილი”

„ვის ექსჰუმაციას მიიჩნევს საჭიროდ ექსპერტი მაია ნიკოლეიშვილი“ – ამ სათაურით გაზეთი „ასავალ-დასავალი“ დღევანდელ ნომერში მკითხველს დამოუკიდებელ ექსპერტთან, მაია ნიკოლეიშვილთან ინტერვიუს სთავაზობს.
დამოუკიდებელი ექსპერტი ინტერვიუში აღნიშნავს, რომ წინა ხელისუფლების დროს გახმაურებული მკვლელობებიდან, არის რამდენიმე პირის საქმე, რომელთა ექსჰუმაციის დროს ბევრ პასუხგაუცემელ კითხვას პასუხი გაეცემა.
მაია ნიკოლეიშვილი გამოცემასთან კონკრეტულ საქმეებს ასახელებს. მისი თქმით, ექსჰუმაციის შემთხვევაში ბევრ საქმეზე შედეგი დადგება. „შედეგიანი იქნება გია კრიალაშვილი გვამის ექსჰუმაცია. ძალიან საინტერესო საქმეა. ბევრი ფაქტობრივი მასალა არსებობს, მათ შორის შემთხვევის ადგილიც. ექსჰუმაცია დაადგენს დაზიანებების რაოდენობას, სროლის მანძილს, ტრაექტორიას მიმართულებას, ვინ რა პოზაში იყო. შესაძლოა, სხეულში ტყვიის გულაც იყოს დარჩენილი. შესაძლოა, ტყვია გაკვეთის დროს ამოიღეს, მაგრამ ნატყვიარს დიდი ინფორმაციას მოცემა შეუძლია“, – აცხადებს მაია ნიკოლეიშვილი.
გარდა ამისა, ექსპერტი ლაფანყურის საქმეზე ცხედრების ექსჰუმაციაზეც საუბრობს.
„ძალიან საინტერესოა ლაფანყურის საქმე. ექვსივე განცხადება ხელთ მაქვს, სადაც ოჯახები ექსპერტიზაში ჩემს ჩართვას ითხოვდნენ. ექსჰუმაცია რომ ტარდებოდა, მაშინაც კი მირეკავდა ერთ-ერთი გარდაცვლილის მამა და იქ ჩასვლას მთხოვდა, მაგრამ ეს დიდ სკანდალს გამოიწვევდა“, – ამბობს ექსპერტი.
ამავე ინტერვიუში მაია ნიკოლეიშვილი აცხადებს, რომ საინტერსო იქნება პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის ნინო ბურჯანიძის ესკორტის მიერ ფეხით მოსიარულის დაჯახების ფაქტის ხელახალი გამოძიება, თუ, რა თქმა უნდა, ოჯახი ექსჰუმაციას დათანხმდა.
მისივე თქმით, შედეგი არ არის მოსალოდნელი მერაბ კოსტავას და ბიზნესმენ ბადრი პატარკაციშვილის ექსჰუმაციის შემთხვევაში. როგორც ექსპერტს კითხვები არ აქვს, ბიზნესმენ ეროსი კიწმარიშვილის გარდაცვალების საქმეზე. მაია ნიკოლეიშვილის ინფორმაციით, ექსჰუმაციის შემთხვევაში საინტერესო შედეგი დადგება ზვიად გამსახურდიას, ზურაბ ჟვანიას, ე.წ. ლაფანყურის საქმებიის ცხედრების გამოკვლევის დროს. ექსპერტს კითხვები აქვს, უშიშროების საბჭოს მდივნის ნუგზარ საჯაიასა და ჟურნალისტ გიო სანაიას საქმეზეც. „გიორგი სანაიას სხეულიდან საკუთარი ხელით ამოვიღე კანის პრეპარატი, სადაც ახალი თერმული ზემოქმედების კვალი – დამწვრობა იყო დაფიქსირებილი. ეს პრეპარატი შევინახე სითხეში, რომელიც მინიმუმ 20 წელი არ გაფუჭდება და გადავეცი FBI -ს. სამწუხაროდ, გამოძიება არ დაინტერესებულა ჩემს დასკვნაში ჩაწერილი ამ მნიშვნელოვანი დეტალით – ვინ მიაყენა გიორგი სანაიას ეს დამწვრობა?!“ – აცხადებს მაია ნიკოლეიშვილი გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები