ალექსანდრე ჭიკაიძე: თუ ადამიანი კანონს დაარღვევს, მან პასუხიც უნდა აგოს

  საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დაკითხვაზე დაბარებას გამოეხმაურა. როგორც ალექსანდრე ჭიკაიძე აცხადებს, თუ ადამიანი კანონს დაარღვევს, მან პასუხიც უნდა აგოს.
“კანონზე უზენაესი ჩვენს ქვეყანაში არავინაა. თუ უკანონობა ჩაიდინე, აუცილებლად უნდა აგო პასუხი ამაზე. დღეს, მე რომ ჩავიდინო უკანონობა და მომავალში არავინ მომკითხოს, რადგან თანამდებობაზე ვმუშაობდი, ეს გამორიცხულია. ამიტომ, ვისაც კანონის წინაშე ვალდებულებები აქვს, აუცილებლად პასუხი უნდა აგოს”, – აღნიშნა ალექსანდრე ჭიკაიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები