ევროპოლის ხელმძღვანელი: ისლამისტების მიერ ახალი ტერაქტების მოწყობის საფრთხე მაღალია

ევროპოლის ხელმძღვანელი რობერტ უეინრაიტი ევროპის ტერიტორიაზე ისლამისტების მიერ ახალი ტერაქტების მოწყობის საფრთხეზე საუბრობს.
მისი თქმით, ასეთი სერიოზული საფრთხე ევროპაში „პირველად არის ბოლო ათი წლის განმავლობაში“.
ევროპოლის შეფმა ამის შესახებ შვეიცარიულ გამოცემა Neue Zuercher Zeitung-თან ინტერვიუში განაცხადა. „ისლამური სახელმწიფო“ და სხვა რელიგიური ტერორისტული დაჯგუფებები ევროპაში ტერორისტულ შეტევებს გეგმავენ, მათი ძირითადი მიზანია მშვიდობიან მოსახლეობაში დიდი რაოდენობით მსხვერპლი“, – განაცხადა უეინრაიტმა.
მისი თქმით, არსებობს იმის საფრთხე, რომ თავდასხმა როგორც ტერორისტთა ჯგუფმა, ასევე მარტო მოქმედმა ტერორისტმა მოაწყოს.
„ისლამური სახელმწიფო“ დღეს მსოფლიო უსაფრთხოებისთვის ძირითად პრობლემას წარმოადგენს. ამ დროისთვის „ისლამური სახელმწიფო“ სირიაში, ერაყსა და ლიბიაში 90 კვადრატული კილომეტრის ფართობის ტერიტორიას აკონტროლებს. ბოლო დროის ყველაზე გახმაურებულ ტერაქტებზე, მათ შორის პარიზის 13 ნოემბრის თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ამ დაჯგუფებამ აიღო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები