რუსი პუბლიცისტი ანდრეი პიონტკოვსკი ქვეყნიდან წავიდა

პუბლიცისტა ანდრეი პიონტკოვსკიმ რუსეთი დატოვა. როგორც „ბი-ბი-სის“ მისმა ადვოკატმა მარკ ფეიგინმა შეატყობინა, პიონტკოვსკის წასვლის მიზეზი მის წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის საქმე გახდა. სისხლის სამართლის საქმე პუბლიცისტის წინააღმდეგ სტატიის – „ბომბი, რომელიც მზად არის აფეთქდეს“ გამოქვეყნების შემდეგ აღიძრა. მასში რუსეთის ფედერალური ხელისუფლებისა და ჩეჩნეთის ლიდერების ურთიერთობებზეა საუბარი.
მასალის პუბლიკაციის შემდეგ, 28 იანვარს, რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს უშიშროების კომიტეტის წევრმა ირინა იაროვაიამ გენერალურ პროკურატურას მიმართა ამ სტატიაში ექსტრემისტული მასალების შემოწმების მოთხოვნით. თავად პიონტკოვსკიმ ტვიტერში დაწერა, რომ მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება.
„საგამოძიებო კომიტეტი და პროკურატურა იმაზე ჩხუბობენ, ვინ უნდა მოკლას 76 წლის ადამიანი. სახელმწიფო სათათბირომ ჩემი ლიკვიდაცია საგამოძიებო კომიტეტს დაავალა, ხოლო პროკურატურამ ეს საქმე უშიშროების ფედერალურ სამსახურს გადასცა“, – აცხადებს პიონტკოვსკი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები