ამერიკულმა ავიაციამ ლიბიაში 30 „ბოევიკი“ გაანადგურა

ლიბიის ქალაქ სებრატაში ამერიკული ავიაციის ავიადარტყმების შედეგად „ისლამური სახელმწიფოს“ 30 „ბოევიკი“ გაანადგურეს. ამის შესახებ „ნიუ-იორკ-თაიმსი“ იუწყება. ამ ინფორმაციის მიხედვით, ამერიკელი სამხედროების ძირითადი სამიზნე ტერორისტი იყო, რომელმაც 2015 წელს ტუნისში ისლამისტების რამდენიმე თავდასხმა მოაწყო. თებერვლის დასაწყისში ამერიკულმა სპეცსამხაურებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ ლიბიაში „ისლამური სახელმწიფოს“ 6 ათასამდე „ბოევიკი“ იმყოფება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები