ელმარ მამედიაროვი: ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლა რეგიონული უსაფრთხოების საკითხია

„საჭიროა თანამშრომლობის გაძლიერება უსაფრთხოების სფეროში, – ამის შესახებ აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ელმარ მამედიაროვმა თურქ და ქართველ კოლეგებთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.
როგორც აზერბაიჯანის მინისტრმა პრესკონფერენციაზე აღნიშნა, ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლა რეგიონული უსაფრთხოების საკითხია და მოითხოვს სამმხრივ თანამშრომლობას კიდევ უფრო მაღალ დონეზე.
შეხვედრაზე მხარეებმა გამოხატეს მწუხარება და სოლიდარობა თურქი ხალხის მიმართ, იმ ტერორისტული აქტების გამო, რომელიც ბოლო დღეების განმავლობაში მოხდა.
“ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლა უნდა გავაძლიეროთ, ვინაიდან ეს არის რეგიონული უსაფრთხოების საკითხი და მოითხოვს სამმხრივ თანამშრომლობას კიდევ უფრო მაღალ დონეზე. განცხადებაში გამოხატულია ზუსტად აღნიშნული საკითხის შესახებ ჩვენი პოზიცია. საჭიროა თანამშრომლობის კიდევ უფრო მეტად გაძლიერება უსაფრთხოების სფეროში. სამივე ქვეყნის სამართალდამცველებმა უნდა ითანამშრომლონ”, – განაცხადა აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა. მისივე თქმით, სამივე ქვეყანამ კიდევ უფრო მეტად უნდა ითანამშრომლონ ერთმანეთთან,რაც საუკეთესო პასუხი იქნება ტერორიზმის წინააღმდეგ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები