ზურაბ ტყემალაძე თინათინ ხიდაშელთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრის მოსაზრებას არ იზიარებს
თავდაცვის მინისტრ თინათინ ხიდაშელის მისამართით გამოთქმულ ბრალდებებთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის მოსაზრებას საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ზურაბ ტყემალაძე არ იზიარებს. დეპუტატის თქმით, გოგი თოფაძეს კოალიციაზე არ უსაუბრია, საუბარი ერთი პიროვნების მიმართ იყო მიმართული.
,,ნამდვილად არ ვიზიარებ მთავრობის მეთაურის ამ პოზიციას. მან დააფიქსირა ის, რომ ეს არის დამაზიანებელი მთელი კოალიციისთვის. კოალიციაზე არ უსაუბრია გოგი თოფაძეს, საუბარი მიმართული იყო ერთი პიროვნების მიმართ”, – აღნიშნა ტყემალაძემ.
შეგახსენებთ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, რომ თავდაცვის მინისტრის მიმართ გამოთქმული ბრალდებები მიუღებელია და ჩირქს სცხებს არა ერთ პარტიას, არამედ – მთლიანად მთავრობას. გიორგი კვირიკაშვილის აზრით, კოალიციის დაშლის შესახებ სალაპარაკო არ უნდა მიეცეთ იმ ადამიანებს, ვისაც ეს უხარიათ.