დავით უსუფაშვილი: არ მგონია, რომ რამე პრობლემაა „რესპუბლიკელებსა“ და „მრეწველებს“ შორის

“მე არ მგონია, რომ რამე პრობლემაა „რესპუბლიკელებსა“ და „მრეწველებს“ შორის“, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა განაცხადა.
უსუფაშვილის თქმით, მსგავსი საკითხები არა საჯაროდ, არამედ კოალიციაში უნდა განიხილებოდეს.
“მე არ მგონია, რომ რამე პრობლემაა „რესპუბლიკელებსა“ და „მრეწველებს“ შორის. არის კოალიციური რეჟიმში გადასაწყვეტი და მოსაგვარებელი საკითხები და მე დარწმუნებული ვარ, კოალიციურ რეჟიმში ყველაფერი მოგვარდება, ის, როგორც ეს დღემდე არაერთხელ მომხდარა და გადაწყვეტილა ქვეყნის და არა რომელიმე პარტიის ან პირის სასარგებლოდ,” – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები