გიორგი კვირიკაშვილი: თავდაცვის მინისტრის მიმართ ბრალდებები ჩირქს სცხებს არა ერთ პარტიას, არამედ მთლიანად მთავრობას
მინდა გამოვეხმაურო თავდაცვის მინისტრის მიმართ ბრალდებებს და ვთქვა, რომ ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ – მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა.
როგორც პრემიერმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე აღნიშნა, ეს ჩირქს სცხებს არა ერთ პარტიას, არამედ მთლიანად მთავრობას.
“მინდა გამოვეხმაურო თავდაცვის მინისტრის მიმართ ბრალდებებს და ვთქვა, რომ ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი. ეს ჩირქს სცხებს არა ერთ პარტიას, არამედ მთლიანად მთავრობას, აბსოლუტურად ყველანაირი საფუძვლის გარეშე და მინდა მოვუწოდო ჩვენს თანაგუნდელებს, ასეთი საკითხები, თუ მათ აქვთ შეკითხვები, ალბათ, სხვა წესით და სხვა ფორმატში უნდა იხილებოდეს. ჩვენი ერთიანობა არის ძალიან მნიშვნელოვანი. არა მხოლოდ ჩვენი კოალიციის, არამედ ყველა ადამიანს, ვინც მზად არის, რომ ჩვენთან ერთად აიღოს ეს ტვირთი, რომელიც არ არის მსუბუქი და იმ პრინციპებით და იმ ხედვით ემსახუროს ქვეყანას, რომლითაც ჩვენ მივდივართ წინ, მზად ვართ, კარი გავუღოთ, არათუ იმაზე ვიფიქროთ, რომ დავიშალოთ და ა.შ. და სალაპარაკო მივცეთ იმ ადამიანებს, რომლებსაც ეს ნამდვილად უხარიათ”, – განაცხადა კვირიკაშვილმა.