მრეწველების“ წევრი გიორგი კახიანი გოგი თოფაძის განცხადებებს არ იზიარებს
ფრაქცია „მრეწველების“ წევრი გიორგი კახიანი გოგი თოფაძის მიერ ბოლო დროს გაკეთებულ განცხადებებს არ იზიარებს.
„მე პირადად ზოგიერთ საკითხზე, რაზეც ამ ბოლო დროს ბატონმა გოგიმ ისაუბრა და თავის მოსაზრებები დააფიქსირა, განსხვავებული შეხედულებები მაქვს“, – განაცხადა კახიანმა.
„მრეწველების“ ლიდერი გიორგი კახიანის განცხადებებზე კომენტარს არ აკეთებს. რაც შეეხება ზურაბ ტყემალაძეს, იგი კახიანს ფრაქციაში ყოფნის შესახებ გადაწყვეტილების მიღება ურჩევს.