ვლადიმერ პუტინი რაულ ხაჯიმბას შეხვდება

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი დღეს ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტს რაულ ხაჯიმბას შეხვდება. ამის შესახებ ჟურნალისტებს პუტინის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა აცნობა. მისი ინფორმაციით, მოლაპარაკება ნოვო-ოგარიოვის რეზიდენციაში გაიმართება.

ერთი დღით ადრე ხაჯიმბამ განაცხადა, რომ პუტინთან შეხვედრისას ის რუსეთსა და ოკუპირებულ აფხაზეთს შორის ე.წ. სამეკავშირეო ხელშეკრულების შესრულებას განიხილავს.

დე ფაქტო ლიდერი ამბობს, რომ „აფხაზეთი რუსეთთან საზღვრის გადაკვეთის კომფორტული რეჟიმის დაწესებითაა დაინტერესებული. ასევე იგეგმება რკინიგზის საკრედიტო დავალიანების, ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობის, ასევე აფხაზეთის ეკონომიკაში, კერძოდ, სოფლის მეურნეობასა და ტურიზმში რუსული ინვესტიციების განხორციელების საკითხების განხილვა“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები