საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა კობა გვენეტაძის კანდიდატურას მხარი დაუჭირა
პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა პრეზიდენტის მიერ ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის თანამდებობაზე წარდგენილ კანდიდატ კობა გვენეტაძეს მხარი დაუჭირა.
კენჭისყრაში მონაწილეობა კომიტეტის 7-მა წევრმა მიიღო, რომელთაგან 6-მა გვენეტაძის კანდიდატურასთან დაკავშირებით დადებითი პოზიცია დააფიქსირა.
შეგახსენებთ, რომ დღეს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატმა კობა გვენეტაძემ კომიტეტს ეროვნული ბანკის საქმიანობის ძირითად მიმართულებებთან დაკავშირებით საკუთარი ხედვები გააცნო. საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის გარდა, კობა გვენეტაძეს დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის მხარდაჭერაც აქვს.