პრემიერი: ამა თუ იმ მოვლენის შეფასებისას ძალიან ხშირად ბაჩანა ბრეგვაძის პრიზმაში ვხედავთ მოვლენებს

„ამა თუ იმ მოვლენის შეფასებისას ძალიან ხშირად ჩვენ ბაჩანა ბრეგვაძის პრიზმაში ვხედავთ მოვლენებს“,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ბაჩანა ბრეგვაძის სიონის ტაძრიდან გამოსვენების ცერემონიალზე განაცხადა.
მისივე თქმით, მეცნიერის, მწერლისა და მთარგმნელის გარდაცვალება უდიდესი დანაკლისი და გულისტკივილია მათთვის, ვისთვისაც მისი ნააზრევი ძვირფასია.
„ასეთი მოაზროვნე ძალიან ცოტა იბადება. ალბათ საუკუნეში ერთი ან რამდენიმე დაიბადოს. მგონია, რომ უდიდესი დანაკლისია და ძალიან დიდი გულისტკივილია ყველა იმ ადამიანისთვის, ვისთვისაც მისი ნააზრევი არის ძალიან ძვირფასი. მართლაც, შემიძლია ნამდვილად ვთქვა, რომ ამა თუ იმ მოვლენის შეფასებისას ძალიან ხშირად ჩვენ ბაჩანა ბრეგვაძის პრიზმაში ვხედავთ მოვლენებს და ჩვენზე ძალიან დიდი ზეგავლენა მოახდინა მისმა ნააზრევმა“,-აღნიშნა პრემიერმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები