თავდაცვის მინისტრმა პრემიერის ინიციატივას რევოლუციური უწოდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივა უწყებების პროექტების გასაკონტროლებლად სპეციალური სამსახურის შექმნის თაობაზე, თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა დადებითად შეაფასა და რევოლუციური რეფორმა უწოდა.
მისივე თქმით, ასეთი მნიშვნელოვანი ცვლილება საგადასახადო სისტემაში შესაბამის გავლენას მოახდენს ბიუჯეტზე.
„მე თამამად ვიტყვი და არ მოვერიდები ამ სიტყვას – რევოლუციური საგადასახადო რეფორმები. მე ვფიქრობ, რომ მნიშვნელოვანი არის ასეთი სტრუქტურის არსებობა, რომელიც ერთიან სისტემაში მოაქცევს მთელ ამ სისტემას იმიტომ, რომ როცა ასეთი მნიშვნელოვანი ცვლილება ხდება საგადასახადო სისტემაში, ეს შესაბამის გავლენას მოახდენს ბიუჯეტზე და ამიტომ კარგია, რომ სრული კორდინაცია იყოს“,- აღნიშნა თავდაცვის მინისტრმა.
შეგახსენებთ, რომ პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი აღნიშნული ინიციატივით გუშინ გამოვიდა. მისი თქმით, სპეციალური სამსახური უახლოეს დღეებში შეიქმნება.