დიმიტრი ქუმსიშვილი: ყაზახური მხრიდან მიღებული გარანტიები ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი იყო

საქართველოს ეკონომიკის მინისტრის დიმიტრი ქუმსიშვილის შეფასებით, ყაზახური მხრიდან მიღებული გარანტიები, რომ არ აპირებენ ბათუმის პორტიდან და ტერმინალიდან გასვლას, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი იყო.
ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა სასტუმრო „თბილისი მერიოტში“ საქართველოსა და ყაზახეთის სამთავრობო უწყებების შეხვედრის დასრულების შემდეგ გააკეთა. „მათ დაგეგმილი აქვთ ინვესტიციების განხორციელება და ტექნოლოგიური გაუმჯობესება როგორც ბათუმის პორტში, ასევე „ბათუმის ნავთობტერმინალში“. თუმცა, ჩვენ დავაყენეთ საკითხი, რომ ყაზახურმა ტვირთებმა აუცილებლად უნდა გაიაროს ეს კორიდორი და რაც შეიძლება მეტი ყაზახური ტვირთი უნდა იყოს მოზიდული აღნიშნულ კორიდორში“, – განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები