დავით უსუფაშვილი: კენჭისყრისას სხვისი პულტების სავარაუდო გამოყენებას ჰქონდა ადგილი
„კენჭისყრის პროცესში ჩემი კოლეგა ხათუნა გოგორიშვილი დამიკავშირდა, რომელმაც მიმითითა, რომ ჩვენი 11 კოლეგა სხდომათა დარბაზში არ იმყოფებოდა, მაგრამ კენჭისყრაში მონაწილეობდა“,-ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, კენჭისყრისას, სხვისი პულტების სავარაუდო გამოყენებას ჰქონდა ადგილი. პარლამენტის თავმჯდომარემ დეპუტატებს ფაქტის გარკვევისკენ მოუწოდა.
“კენჭისყრის პროცესში ჩემი კოლეგა ხათუნა გოგორიშვილი დამიკავშირდა, რომელმაც მიმითითა, რომ ჩვენი 11 კოლეგა სხდომათა დარბაზში არ იმყოფებოდა და ამასობაში კენჭისყრაში მონაწილეობდა. ჩვენ ეს საკითხი ერთობლივად გადავამოწმეთ. აღმოჩნდა, რომ ზოგიერთი მათგანი იმყოფება და მონაწილეობს, მაგალითად, სოსო ვახტანგიშვილი, კახა ოქრიაშვილი, გოგლა ჟვანია, სოსო ჯაჭვლიანი, ელისო ჩაფიძე იყო და არ არის, მაგრამ რაც შეეხებათ კოლეგებს – ანი მიროტაძეს, გოგი ლიპარტელიანს, ირაკლი სესიაშვილს, ნანა ყეინიშვილს, მარიკა ვერულაშვილს, ისინი დარბაზში ვერ დაფიქსირდნენ. გთხოვთ, გავარკვიოთ ამის თაობაზე”, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
ცნობისთვის, პარლამენტის რეგლამენტი სხვისი პულტების გამოყენებაზე დეპუტატების ხელფასიდან 20 პროცენტით დაჯარიმებას ითვალისწინებს.