პრეზიდენტმა საფრანგეთის ელჩთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა საფრანგეთის ელჩთან საქართველოში რენო სალენსთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრისას მხარეებმა საქართველო-საფრანგეთს შორის არსებული ორმხრივი ურთიერთობები განიხილეს. საუბარი ასევე შეეხო საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას, საქართველოს პრეზიდენტმა და საფრანგეთის ელჩმა რეგიონში უსაფრთხოების მიმართულებით არსებულ გარემოზეც იმსჯელეს.
გიორგი მარგველაშვილმა რენო სალენსს მადლობა გადაუხადა საქართველო-საფრანგეთს შორის ურთიერთობის განვითარების საქმეში შეტანილი წვლილისთვის და წარმატებები უსურვა მომავალ საქმიანობაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები