დიმიტრი ქუმსიშვილი: ჩვენთვის აუცილებელია კომპანია “ყაზტრანსგაზ თბილისის” მენეჯმენტში ყაზახური მხარის დაბრუნება

„ჩვენთვის აუცილებელია კომპანია “ყაზტრანსგაზ თბილისის” მენეჯმენტში ყაზახური მხარის დაბრუნება“,- ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა საქართველოსა და ყაზახეთის სამთავრობო უწყებების გაფართოებული შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.
შეხვედრას ყაზახეთის ვიცე-პრემიერი ბაკიტჟან საგინტაევიც ესწრებოდა. დიმიტრი ქუმსიშვილის თქმით, უახლოეს მომავალში კომპანიაში კონკრეტული ინფორმაციის გასაცნობად ყაზახეთიდან კიდევ ერთი სამუშაო ჯგუფი ჩამოვა და ამის შემდეგ ყაზახური მხარე გადაწყვეტილებას მიიღებს.
“ჩვენი მხრიდან გაჟღერდა შეთავაზება, რომ ჩვენთვის სასურველი და აუცილებელია ყაზახური მხარის დაბრუნება მენეჯმენტში, რომ მათ თვითონ გააგრძელონ კომპანიის მართვა. თუმცა, რა თქმა უნდა, ჩვენ აქვე განვმარტეთ, რომ კომპანიას ინვესტიციები სჭირდება და ყაზახურმა მხარემ ეს უნდა გაითავისოს, რომ იმხელა კომპანიას, რომელიც თბილისის ექსკლუზიური მომმარაგებელია, აუცილებლად დასჭირდება ინვესტიციების ჩადება. აქ მნიშვნელოვანია ინვესტიციები და, აქედან გამომდინარე, შესაძლებელი, რომ საკითხი განხილული იქნას. რა გადაწყვეტილებები იქნება მიღებული, ამაზე ადრეა საუბარი. არანაირ ტარიფზე საუბარი ჯერ ადრეა. ჯერ გადაწყვეტილებები მივიღოთ”, – განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები