ბაია გადაბაძე: ჩემ მიმართ პროფესიული დევნა მიმდინარეობს

ჩემ მიმართ მიზანმიმართულად პროფესიული დევნა მიმდინარეობს. ჩემი ამ განცხადებით დაინტერესდა პროკურატურა და დამიბარა, – ამის შესახებ ტელეკომპანია “მაესტროს” დირექტორმა ბაია გადაბაძემ განაცხადა.
გადაბაძე მიიჩნევს, რომ მის მიერ მიწოდებული ფაქტების გამო პროკურატურამ გამოძიება უნდა დაიწყოს. ამის შესახებ მან მთავარ პროკურატურაში შესვლამდე ჟურნალისტებს განუცხადა.
“ჩემ მიმართ მიზანმიმართულად მიმდინარეობს პროფესიული დევნა. ჩემი ამ განცხადებით დაინტერესდა პროკურატურა და დამიბარა. მიმაჩნია, რომ ჩემ მიერ მიწოდებული ფაქტების საფუძველზე პროკურატურამ გამოძიება უნდა დაიწყოს. დაჩქარებულად მიმდინარეობს დირექტორობიდან ჩემი გათავისუფლების ღონისძიებები. სწორედ ეს მიმაჩნია დევნად. თუ 19 თებერვალს, 14:00 საათზე მე არ ვიქნები “მაესტროს” დირექტორი, შეიძლება ჩაიშალოს კრედიტორთა კრება, რაც ტელევიზიის დახურვის პირველი ეტაპი იქნება. ამას ცდილობენ გაჩეჩილაძეები”, – განაცხადა ბაია გადაბაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები