გია ვოლსკი: გოგი თოფაძის განცხადებები დამაზიანებელია კოალიციის იმიჯისთვის
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გია ვოლსკი მიიჩნევს, რომ გოგი თოფაძის განცხადებები კოალიციის იმიჯისთვის დამაზიანებელია.
“ბატონი გოგის განცხადება კურსთან, არჩევნებთან დაკავშირებით, არათუ ადეკვატურია, არამედ დამაზიანებელია მთლიანად კოალიციის იმიჯისთვის. ამიტომ, ვთხოვ მედიის მეშვეობით და პირადადაც ვეტყვი, რომ შეარჩიოს ის კომენტარები, რომელიც მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ასეთ მნიშვნელოვან, წინასაარჩევნო პერიოდში. არჩევნები (საგარეჯოში) ჩატარდა კოალიციურად და არჩევნებზე გაყალბება არ არის დადასტურებული არც ერთ დონეზე”, – განაცხადა ვოლსკიმ.
პარლამენტში დეპუტატები ზურაბ ტყემალაძე, გოგი თოფაძე და დავით ბერძენიშვილი ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ. დაპირისპირება დავით ბერძენიშვილის განცხადებას მოჰყვა, რომელმაც თოფაძის მიერ ბოლო პერიოდში თავდაცვის მინისტრის თინა ხიდაშელის წინააღმდეგ გაკეთებული განცხადებები არასახელმწიფოებრივ განცხადებებად შეაფასა.