გიორგი მარგველაშვილი ბუტროს ბუტროს-გალის გარდაცვალებასთან დაკავშირებით მწუხარებას გამოთქვამს
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი გაეროს ყოფილი გენერალური მდივნის, ბუტროს ბუტროს-გალის გარდაცვალებასთან დაკავშირებით მწუხარებას გამოთქვამს.
“ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ გაეროს ყოფილი გენერალური მდივნის, მისი აღმატებულება ბუტროს ბუტროს-გალის გარდაცვალებასთან დაკავშირებით. ბატონი ბუტროს-გალი იყო გამორჩეული ლიდერი, რომელმაც მნიშვნელოვანი როლი შეასრულა მშვიდობის, სტაბილურობისა და კეთილდღეობის შენარჩუნებისათვის, მთელი მსოფლიოსათვის ყველაზე რთულ და მღელვარე გარემოში. მისი, როგორც გაეროს გენერალური მდივნის წვლილი ყველა ერის მშვიდობიანი განვითარების საქმეში ფასდაუდებელია. რადგან ეს არის დიდი დანაკლისი კაცობრიობისა და მთელი ცივილიზებული სამყაროსათვის, ღრმად მწამს, რომ მისი შესანიშნავი მემკვიდრეობა მრავალი წლის განმავლობაში დაუვიწყარი დარჩება მომავალი თაობებისათვის”, – აღნიშნულია საქართველოს პრეზიდენტის განცხადებაში.