სარა უილიამსონი: მოგების გადასახადის ესტონური მოდელი კარგია ინვესტიციების მოსაზიდად

საქართველო-აშშ-ს სავაჭრო პალატის პრეზიდენტი, სარა უილიამსონი საგადასახადო რეფორმის კუთხით პრემიერის განცხადებას აფასებს და აცხადებს, რომ ინვესტიციების მოსაზიდად ესტონურ მოდელზე გადასვლა ძალიან მნიშვნელოვანია. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ინვესტორთა საბჭოს სხდომას უილიამსონმა ძალიან პროდუქტიული უწოდა.
„ღიად ვისაუბრეთ გადასახადების ადმინისტრირების თაობაზე. პრემიერმა ესტონური მოდელის შემოღების შესახებაც გვაცნობა, რაც ჩვენ ძალიან გვახარებს. ინვესტიციების მოსაზიდად ესტონურ მოდელზე გადასვლა ძალიან მნიშვნელოვანია. ინვესტიციები კი საჭიროა იმისთვის, რომ მეტი სამუშაო ადგილი შეიქმნას. გამოვთქვით სურვილი, რომ მომავალშიც აქტიურად ჩავერთოთ პროცესში და იმპლემენტაციის მიმართულებით ერთად ვიმუშაოთ“,-განაცხადა სარა უილიამსონმა.
შეგახსენებთ, რომ პრემიერის განცხადებით, პარლამენტში უკვე გადაგზავნილია კანონპროექტთა პაკეტი, რომელიც ფუნდამენტურ საგადასახადო რეფორმას – მოგების გადასახადის ე.წ. ესტონური მოდელის დანერგვას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები