წვრილფეხა პირუტყვის ჭირის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ერთ კვირაში დასრულდება

წვრილფეხა პირუტყვის ჭირის გამოვლენისთანავე, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ დაავადების საწინააღმდეგო ვაქცინაცია მასობრივად დაიწყო,- ამის შესახებ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში სააგენტოს ვეტერინარიის დეპარტამენტის უფროსმა ლაშა ავალიანმა განაცხადა.
„წვრილფეხა პირუტყვის ჭირი საქართველოში იანვარში დაფიქსირდა. სურსათის ეროვნულმა სააგენტომ სწრაფი ღონისძიებები განახორციელა, მიმდინარეობს ვაქცინაცია რამდენიმე რეგიონში და 200 ათასამდე წვრილფეხა პირუტყვი უკვე ვაქცინირებულია. მთელი ქვეყნის მასშტაბით 800 ათასი წვრილფეხა საქონლის ვაქცინაცია იგეგმება.
დაავადების თავიდან აცილების მიზნით, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ მაღალი ხარისხის ვაქცინა შეისყიდა. ვაქცინაციის პროცესი უახლოეს ერთ კვირაში დასრულდება“, -განაცხადა ლაშა ავალიანმა.
მისივე განმარტებით, აღნიშნული დაავადება, საქართველოს სამხრეთით მდებარე ქვეყნებშია გავრცელებული. ისტორიულად ის აფრიკის კონტინენტიდანაა წამოსული და ინდოეთამდეა გავრცელებული. აღნიშნული დაავადება საქართველოში წელს პირველად აღინიშნა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები