“ყველას მოვალეობაა, რომ იმ საკითხებს, რაზეც პრემიერი საუბრობს, მხარი დავუჭიროთ”

ძალიან ბევრ ინიციატივას, რომელზეც ბიზნესასოციაცია წლების განმავლობაში საუბრობს, პრემიერ-მინისტრი მხრას უჭერს, – ამის შესახებ ბიზნესასოციაციის ხელმძღვანელმა გიორგი ჭირაქაძემ ინვესტორთა საბჭოს სხდომის დაწყბამდე განაცხადა.
როგორც ჭირაქაძემ აღნიშნა, დღევანდელ შეხვედრაზე იქნება საუბარი იმ ხარვეზებზე, რომელიც საგადასახადო კოდექსში არსებობს და ბიზნესასოციაცია მასზე საკუთარ ხედვებს წარადგენს.
“პირველ რიგში, მინდა საქართველოს ბიზნესასოციაციია სახელით სრული მხარდაჭერა გამოვუცხადო საქართველოს პრემიერ-მინისტრს, იმ ინიციატივებიდან გამომდინარე, რაც ჩვენ გუშინ გავიგეთ. მიმაჩნია, რომ ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივებია, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში საქართველოში არ გაჟღერებულა. თუ ეს ინიციატივები განხორციელდა, მე მიმაჩნია, რომ საქართველოს ეკონომიკური ზრდა და წინსვლა ნამდვილად განხორციელდება.
ჩემი აზრით, ჩვენი ყველას მოვალეობაა, რომ ის თემები და საკითხები, რაზეც პრემიერ-მინისტრი საუბრობს, მხარი დავუჭიროთ. ძალიან წარმატებული და საინტერესო შეხვედრა იყო გუშინ. ძალიან საინტერესო აზრები წარმოთქვა პრემიერ-მინისტრმა. მე მიმაჩნია, თუ ისინი განხორციელდა, უახლოესი რამოდენიმე წლის განმავლობაში ძალიან დიდი პრობლემები, რომელიც დღეს ჩვენ ქვეყანაშია, გადაილახება, ჩვენ აბსოლუტურად სხვანაირად ვიგრძნობთ თავს და მე ამის იმედს მაძლევს ის ნაბიჯები, რასაც ვხედავ პრემიერ-მინისტრის მხრიდან.
პრემიერ-მინისტრმა გააჟღერა ინიციატივა საგადასახადო კოდექსთან დაკავშირებით, მოგების გადასახადის გაუქმებასთან დაკავშირებით, ბიუროკრატიის შემცირებასთან დაკავშირებით. ძალიან ბევრი ის ინიციატივა, რომელზეც ბიზნესასოციაცია მრავალი წლის განმავლობაში საუბრობს, სწორედ პრემიერ-მინისტრის სახელით მოვისმინეთ, რომ ის მხარს უჭერს. ძალიან ბევრ ისეთ ინიციატივას აყენებდა, რომელიც პირადად ჩემთვის გასაკვირიც იყო, რომ ასეთი რამე მოვისმინე ხელისუფალისგან. ამ მხრივ, ჩვენ, მთავარი რაც არის და რაც ვთხოვეთ პრემიერ-მინისტრს არის ის, რომ ბიზნესი იყოს ჩართული ამ ინიციატივებში, ჩვენ მოგვეცეს საშუალება ამ პროექტების და ცვლილებების იმპლემენტაციაში ჩვენი აზრი დავაფიქსიროთ. ნებისმიერ შემთხვევაში, ძალიან ბევრი ინიციატივაა, რომელიც ნამდვილად სასიხარულოა ბიზნესისთვის. მე მინდა ერთი რამ დავინახოთ ყველამ, რომ ეს არ არის მარტო ბიზნესისთვის, ეს არის საზოგადოებისთვის, მოსახლეობისთვის, იმიტომ, რომ ავტომატურად ეს ნიშნავს გაცილებით მეტ დასაქმებულ ადამიანს, რომელიც შოულობს სამსახურს, რომელიც დღეს ვერ შოულობდა, მათ ანაზღაურებას, სტაბილურ ლარს.
მე იმედი მაქვს, რომ ეს ყველაფერი გაკეთდება. რასაკვირველია, ჩვენ გვექნება შენიშვნები და ჩვენი მოსაზრებები, მთავარია, რომ ეს ყველაფერი, რაც პრემიერ-მინისტრმა გვითხრა, რეალურად განხორციელდეს.
დღევანდელ შეხვედრაზე ჩვენ ვისაუბრებთ იმ ხარვეზებზე, რომელიც არის საგადასახადო კოდექსში. ჩვენ გვაქვს ჩვენი მოსაზრებები საგადასახადო კოდექსის დახვეწასთან დაკავშირებით , მოგების გადასახადი ეს ერთერთი თემაა, მაგრამ არის მრავალი სხვადასხვა თემა. თქვენ გაგიგიათ ბევრი ადამიანისგან შემოწმებების პრობლემებთან და ბიუროკრატიის დარიცხვებთან დაკავშირებით. ჩვენ ფაქტიურად ყველა ამ საკითხზე მოვისმინეთ პრემიერის მოსაზრებები, რაც თანხვედრაშია ბიზნესასოციაციის, ბიზნესმენების და პრემიერის შეხედულებებში“, – განაცხადა გიორგი ჭირაქაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები