ინვესტორთა საბჭოზე საგადასახადო კოდექსში მომზადებული ცვლილებები განიხილება

მთავრობის ადმინისტრაციაში, პრემიერის ხელმძღვანელობით მიმდინარე ინვესტორთა საბჭოს სხდომაზე საგადასახადო კოდექსში მომზადებული ცვლილებები და სხვა დამატებითი ინიციატივები განიხილება. ამის შესახებ საერთაშორისო სავაჭრო-სამრეწველო პალატის ვიცე-პრეზიდენტმა, ალექსი ალექსიშვილმა სხდომის დაწყებამდე განაცხადა.
„ინვესტორთა საბჭოს მთავარი ფუნქციაა, მთავრობის ინიციატივები იხილებოდეს ბიზნესსაზოგადოებასთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ერთად, რომლებიც საქართველოს ეკონომიკური პოლიტიკის შემუშავებასა და საინვესტიციო პროექტების განხორციელებაშიც არიან ჩართულნი. შესაბამისად, დღევანდელი შეხვედრა დაეთმობა როგორც საგადასახადო კოდექსში მომზადებული ცვლილებების განხილვას, ასევე სხვა დამატებით ინიციატივებს. ბიზნესში მოღვაწე ნებისმიერ ადამიანთან, რომელიც მცირე და მიკრობიზნესს წარმოადგენს, პრემიერთან შეხვედრა ძალიან მნიშვნელოვანია“,-განაცხადა ალექსი ალექსიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები