პროგრამის – „ბიომრავალფეროვნების ინტეგრირებული მართვა სამხრეთ კავკასიაში“ პრეზენტაცია გაიმართა

სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების ორგანიზებით (GIZ), პროგრამის „ბიომრავალფეროვნების ინტეგრირებული მართვა სამხრეთ კავკასიაში“ პრეზენტაცია გაიმართა.
შეხვედრის მონაწილეებს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა გიგლა აგულაშვილმა მიმართა. პროგრამა სომხეთსა და საქართველოში, გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს (BMZ) მხარდაჭერით, ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის (ADC) თანადაფინანსებით ხორციელდება. გერმანიის მთავრობის კავკასიის ინიციატივის ფარგლებში, პროგრამა სამხრეთ კავკასიის სამი ქვეყნის გარემოს დაცვის სამინისტროებთან თანამშრომლობს. პროგრამა ეროვნულ დონეზე მხარს უჭერს ბიომრავალფეროვნების სტრატეგიებისა და რეგულაციების შემუშავებას ან განახლებას, განსაკუთრებით ტყისა და საძოვრების მართვის, ასევე ეროზიის კონტროლის სფეროში. პროგრამა ეფუძნება პროგრამების -„ბიომრავალფეროვნების მდგრადი მართვა სამხრეთ კავკასიაში“ და „მთიან რეგიონებში ეროზიის ინტეგრირებული კონტროლი სამხრეთ კავკასიაში“ მიღწევებს და გაგრძელდება მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები