საგარეო საქმეთა სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოხატავს და უსამძიმრებს ბუტროს-ბუტროს გალის ოჯახის წევრებს

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოხატავს გაეროს ყოფილი გენერალური მდივნის, ბუტროს-ბუტროს გალის გარდაცვალების გამო.
ბუტროს-ბუტროს გალი გაეროს რიგით მეექვსე გენერალური მდივანი იყო, რომელიც ორგანიზაციას 1992-1996 წლებში ხელმძღვანელობდა. მას მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის საერთაშორისო უსაფრთხოებისა და სტაბილურობის განმტკიცების პროცესში.
საქართველოს მთავრობა დიდად აფასებს საქართველოსთვის ურთულესი გამოწვევებით აღსავსე პერიოდში ქვეყნის დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მის მტკიცე მხარდაჭერას.
საგარეო საქმეთა სამინისტრო უსამძიმრებს ბუტროს-ბუტროს გალის ოჯახის წევრებს, ახლობლებს და ეგვიპტელ ხალხს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები