სამხრეთ კორეაში უახლესი ამერიკული ავიაგამანადგურებლები გადაისროლეს
აშშ-მ სამხრეთ კორეაში ოთხი F-22-იოს ტიპის ავიაგამანადგურებელი გადაისროლა. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება. ეს თვითმფრინავები „სტელსის“ ტექნოლოგიით არის გამოშვებული, რაც მათი აღმოჩენის შესაძლებლობას ამცირებს.
ავიაგამანადგურებლების გადასროლა ჩრდილოეთ კორეის მოქმედებების საპასუხოდ მოხდა, რომელმაც ცოტა ხნის წინ წყალბადის ბომბის გამოცდის შესახებ განაცხადა, ხოლო შემდეგ ბალისტიკური რაკეტა გაუშვა.
ცნობისთვის, სამხრეთ კორეის ტერიტორიაზე 28 ათასი ამერიკელი სამხედრო იმყოფება. აშშ და სამხრეთ კორეა ამჟამად ერთობლივი ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემის შექმნის შესაძლებლობას განიხილავენ.