სააკაშვილმა იაცენიუკს პოლიტიკური „ზომბი“ უწოდა (ვიდეო)

უკრაინის პრემიერ-მინისტრს არსენ იაცენიუკს თანამდებობის შესანარჩუნებლად ორი ოლიგარქის – ახმეტოვის და კოლომოისკის მხარდაჭერის იმედი აქვს. ამის შესახებ უკრაინულ ტელევიზიასთან ინტერვიუში ოდესის გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა.
„თუ იაცენიუკი პრემიერის თანამდებობაზე დარჩა, ის ამ პოსტს უკრაინელი ოლიგარქების მხარდაჭერის შედეგად შეინარჩუნებს. ის ახლა „ზომბს“ მაგონებს – ადამიანს, რომელიც გარდაიცვალა, შემდეგ კი ის ამოთხარეს და ახლა რაღაცა ბრძანებებს ასრულებს. ისინი უკვე გარდაიცვალნენ, ვინაიდან მხარდაჭერა 1%-ს შეადგენს.
ახმეტოვს შეუძლია ის ამოთხაროს და უთხრას: „შენ ჩემს ბრძანებებს შეასრულებ“. ამ შემთხვევაში ჩვენ „ჯიბის მთავრობა“ გვეყოლება, რომელიც პოლიტიკური „ზომბებისგან“ შედგება“, – განაცხადა საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა.
სააკაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ უკრაინის დღევანდელი მთავრობის გადადგომა საპარლამენტო არჩევნების ავტომატურ დანიშვნას არ ნიშნავს. ოდესის გუბერნატორმა უარყო იაცენიუკის განცხადებები იმის შესახებ, რომ მისი წასვლის შემთხვევაში საერთაშორისო კრედიტორების დაფინანსება შეწყდება.
„დარწმუნებული ვარ, რომ შემდეგი მთავრობა დღევანდელზე უკეთესი იქნება“, – აცხადებს სააკაშვილი. მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ მას არა აქვს უკრაინის პრემიერ-მინისტრის პოსტის დაკავების ამბიცია. ის დარწმუნებულია, რომ ამ თანამდებობას არც შესთავაზებენ, ვინაიდან უკრაინელ პოლიტიკოსებს ეშინიათ, რომ სააკაშვილი მათ ყველაფერს წაართმევს და ციხეებში ჩასვამს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები