საქართველოს პრემიერ-მინისტრი ისრაელის ელჩს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ისრაელის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში იუვალ ფუქსს შეხვდა.
მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მხარეებმა ორი ქვეყნის ურთიერთობებზე ისაუბრეს და აღნიშნეს, რომ მეგობრული კავშირები სულ უფრო ვითარდება.
საუბარი ასევე შეეხო საქართველო-ისრაელის თანამშრომლობას ტურიზმის, ეკონომიკისა და სოფლის მეურნეობის სფეროებში.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ისრაელის ელჩს მთავრობის ადმინისტრაციაში უმასპინძლა.