სერგეენკო ქადაგიძეზე – რიგი აქცენტები ზედმეტად ჰიპერტროფირებულად იყო გაკეთებული

ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მიერ სამინისტროების შემცირებასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება.
სერგეენკო მიიჩნევს, რომ აქცენტები ზედმეტად ჰიპერტროფირებულად იყო გაკეთებული.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, ცალკეული უწყების გაუქმებით სახელმწიფოს ბიუჯეტი გაცილებით ნაკლებ დანაზოგს მიიღებს, ვიდრე გიორგი ქადაგიძე ვარაუდობს.
“მე არ ვარ ფინანსისტი და ამიტომ მისი განცხადებების ანალიზი გამიჭირდება. რაც შეეხება სამინისტროების შემცირებას თუ გაზრდას, ეს არის კომპლექსური საკითხი. მე შემიძლია მაგალითისთვის გითხრათ, რომ ერთ-ერთი სახელმწიფო მინისტრის ბიუჯეტი წელიწადში არის მილიონი და თუ მთლიანად შევკვეცავთ, დაიზოგება ერთი მილიონი და არა ასი მილიონი, როგორც ბატონმა ქადაგიძემ თქვა. შესაბამისად, ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ რიგი აქცენტები აშკარად ზედმეტად ჰიპერტროფირებულად იყო გაკეთებული”, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები